აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა,რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 5 დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 სამხედრო პირი, შს სამინისტროს 19 თანამშრომელი და 244 სამოქალაქო პირი. 2234 ადამიანი დაიჭრა, 26 000 ადამიანი კი დევნილად იქცა.მცხეთის მუნიციპალიტეტიდან გმირულად დაიღუპნენ გია რომელაშვილი (წინამძღვრიანთკარიდან) , მამუკა ბეკურაშვილი (ბიწმენდიდან) , ირაკლი მორბედაძე (ქსოვრისიდან), რეზო ახალკაცი და რეზო ალავერდაშვილი (ნიჩბისიდან), ლევან მიდელაშვილი (ახალგორიდან).ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს მცხეთის მაჟორიტარ-დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გირგი კაპანაძემ, მერის მოადგილემ ოთარ ჩხეიძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის თანამშრომლებმა.