მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მრავალინდიკატორულ კლასტერული კვლევა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატის), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)  წარმომადგენლობის მხარდაჭერით, 2018 წლის 20 სექტემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მუნიციპალიტეტებში ატარებს ,,მრავალინდიკატორულ კლასტერულ კვლევას ( MICS-6)”.

კვლევის შედეგად საქართველოში შეგროვდება ხარისხიანი და საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემები სხვადასხვა სფეროში ქალებსა და ბავშვების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვასა და შემუშავებას. კვლევა ასევე, მოიცავს 2-დან 8 წლამდე ბავშვებში სისხლში ტყვიის  შემცვლელობის განსაზღვრას.

კვლევის შედეგები ხელმისაწვდომი გახდება 2019 წლის გაზაფხულზე. კვლევის ფარგლებში  შეგროვდება მნიშვნელოვანი მონაცემები შემდეგ თემებზეც: გარემოს დაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, ბავშვის განვითარება, შეზღუდული შესაძლებლობები, დევნილები და ეროვნული უმცირესობები. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა გენდერულად სენსიტიურ თემებს: ადრეული ქორწინება, ქალთა ჯანმრთელობა და ა.შ.

მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის განხორციელების დასაწყისში - სექტემბერ-ოქტომბერში, საქსტატი და გაეროს ბავშვთა ფონდი გეგმავენ პრესკომფერენციებსა და შეხვედრებს საზოგადოების წარმომადგენლებთან თბილისსა და რეგიონებში. შეხვედრები მოეწყობა: ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, თემის ლიდერებთან  და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018