მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მისაქციელის საბავშვო ბაღში ეზოს კეთილმოწყობა დასრულდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში, ახალი სააღმზრდელო წლიდან, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს კეთილმოწყობილი ეზო დახვდებათ. მოპირკეთდა ეზოს ზედაპირი, მოეწყო სპორტულ-გასართობი მოედანი. ბავშვების უსაფრთხოების მიზნით, მიწის გარკვეულ საფარზე კაუჩუკის ფილები დაიგო. დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები (სასრიალო პლატფორმით), აიწონა-დაიწონა და საქანელები.
ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები ,,სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდებიდან დაფინანსდა.
სამუშაოები შპს „გრაფმა“ განახორციელა და სახელშეკრულებო თანხამ 19417 ლარი შეადგინა.


ფოტოები ვრცლად 

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018