მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


პრეზენტაცია ნარჩენების მართვის საკითხებზე

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, პროექტის ,,სუფთა გარემო - ჯანსაღი ცხოვრებისთვის“ (ხელმძღვანელი ნუნუ მღებრიშვილი) პრეზენტაცია გაიმართა, ძდექ მცხეთა-მთიანეთის კომიტეტისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით.წარდგენას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები მარინა ზურაბიშვილი და ოთარ ჩხეიძე, მცხეთის მერიის და მცხეთის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.პროექტის მიზანი მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემების ეფექტურობის გაზრდისთვის ხელშეწყობა იყო, რისთვისაც რამდენიმე აქტივობა განხორციელდა:
-ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავებისა და განხორციელების მონიტორინგი (მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის 2018-2022 წ. მონიტორინგი).
-მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება საბაღე ტერიტორიაზე წარმოქმნილი ბიონარჩენის მართვის თაობაზე.
-კვლევა ნარჩენების შეგროვება - გატანის მომსახურებისა და დასუფთავების ხარისხის შესახებ.
ნარჩენების მართვის თანამედროვე გამოცდილებისა და ბიოდეგრადირებადი ნარჩენების კომპოსტირების საკითხებზე, სახიფათო და ტოქსიკური ნარჩენების გარემოზე ზემოქმედების თემაზე ისაუბრა იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის ,,სპექტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ცხაკაიამ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე ძდექ მცხეთა-მთიანეთის კომიტეტის ხელმძღვანელმა თამარ მაისურაძემ მიაწოდა მსმენელს ინფორმაცია. კვლევის შედეგები, რომელის ჩვენი მუნიციპალიტეტის სოფლებში მუხრანში, ნიჩბისში, ძეგვსა და წეროვნის დევნილთა დასახლებაში ჩატარდა სოციოლოგმა, კვლევის სპეციალისტმა ნანუკი ალიბეგაშვილმა გააცნო მსმენელს.
შეხვედრის ბოლოს, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ნარჩენების მართვის ეფექტურობაზე, მერიის ვალდებულებებზე, წინაააღმდეგობებზე და ამ დარგში არსებული პრობლემების გადაჭრის საკითხებზე ისაუბრა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილმა.
პროექტს „სუფთა გარემო - ჯანსაღი მომავლისათვის“ აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018