მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ფოსტიდან მირიანის ქუჩამდე რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მცხეთაში, ფოსტიდან მირიანის ქუჩამდე ბორდიულები იცვლება, ეწყობა ტროტუარებიც . კეთილმოწყობის სამუშაოები ერთი კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ხორციელდება და მისი ღირებულება 787000 ლარია , რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება . სამუშაოებს სამშენებლო კომპანია შპს „სინერჯი სისტემი“ ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შესრულებელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მაცაცო(მანანა) ნარიმანიძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებთან გია გიუტაშვილთან და ოთარ ჩხეიძესთან ერთად დაათვალიერა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018