მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ღვთისმშობლობა წილკანში

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში ღვთისმშობლობა განსაკუთრებული დღესასწაულია. ამ დღეს მთელი სოფელი თავს იყრის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში და სადღესასწაულო ლიტურგიას ესწრება. 21 სექტემბერს, სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, წილკანში ყოველწლიურად, ქართულ ჭიდაობაში ასპარეზობა იმართება, რომლის ორგანიზატორი და დამფინანსებელია მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა. წელსაც ჭიდაობა 10 წონით კატეგორიაში გაიმართა და მასში სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ასპარეზობდნენ. ჭიდაობაში გამარჯვებულებს პრიზები და სიგელები გადაეცათ. მთავარი პრიზი - ცხვარი - +70 კილოგრამი წონით კატეგორიაში გათამაშდა. წილკანში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებებს სტუმრებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018