მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


MICS-ის კვლევების პრეზენტაცია მცხეთაში

  28 სექტემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ,,მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS)” პრეზენტაცია ჩატარდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონისთვის, რომელსაც მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ნარიმანიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, მცხეთის, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგის და ახალგორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოების პირველი პირები და თანამშრომლები ესწრებოდნენ. MICS-ი 2018-2019 წლებში საქართველოში ჩატარებული ერთ-ერთი უდიდესი კვლევაა, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით შეაგროვა მონაცემები ოჯახებისა და ბავშვების შესახებ. მონაცემები მრავალ სფეროს მოიცავს, როგორიცაა განათლება, ჯანმრთელობა და ეკონომიკური მდგომარეობა, ბავშვების აღზრდისა და დისციპლინის საკითხები, ჰიგიენა, სანიტარული პირობები და სხვა. სოფლის, რეგიონის, იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის, ეთნიკური წარმომავლობის, შეზღუდული შესაძლებლობისა და კეთილდღეობის დონის მიხედვით. MICS-ის კვლევები საქართველოში სხვადასხვა საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით განხორციელდა.

ვრცლად <--

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018