მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მზის პანელების სისტემა ზემო ნიჩბისში

 საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, USAID/საქართველოს მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბრელი და ენერგეტიკის სექტორის მრჩეველი ნიკოლოზ ოყრეშიძე, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან, მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორის მოვალობის შემსრულებელ მანანა ნარიმანიძესთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძესთან და USAID ენერგეტიკის პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად ზემო ნიჩბისის ზეუბნის დასახლებას ეწვივნენ , სადაც დამონტაჟდა მზის პანელის სისტემები. სტუმრებმა თავად მოინახულეს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთაც უკვე მუდმივად მიეწოდებათ ელექტროენერგია და შეაფასეს მათი გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობები. პროექტი მიზნად ისახავს მოწყვლადობის შემცირებასა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. 

> იხილეთ ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018