ქალაქ მცხეთაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები,რომელთაც მონიტორინგს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური უწევს, აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული სამსახურის უფროსმა თეიმურაზ ჯერვალიძემ და უფროსმა სპეციალისტმა თეიმურაზ ბენიაშვილმა ნარეკვავისა და ღართიკარის დასახლებებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
ნარეკვავის დასახლების კიბის აღდგენა-რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება. სამუშაოების ფარგლებში სავალი კიბის აღდგენა, გზის ბეტონით მოპირკეთება და მოაჯირების მონტაჟი მიმდინარეობს. მას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს “ანბა” ახორციელებს.
მცხეთაში, ღართიკარის დასახლებაში არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც აქტიურ ფაზაშია. პროექტით გათვალისწინებულია საბავშვო გასართობი კუთხის მოწყობა. სკვერი შემოისაზღვრება რკინის კონსტრუქციით, დამონტაჟდება კომფორტული მოსასვენებელი სკამები, დაიგება დეკორატიული ფილები და გამწვანდება სხვადასხვა ნარგავებით.
სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდება, რომელსაც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს “ანბა” ახორციელებს 34 989 ლარის სახელშეკრულებო თანხით.