მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და მცხეთის მუნიციპლალიტეტის ინიციატივით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის დაფინანსებით, ააიპ ,,ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების’’ ორგანიზებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონს სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის აუცილებელი ინვენტარი გადასცა. მათ შორის ეტლებს, ხელჯოხებსა და გადაადგილებისთვის საჭირო სხვა ინვენტარს მოქალაქეები ეტაპობრივად არჩევნების შემდეგ მიიღებენ. ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო მცხეთის მუნიციპალიტეტმა დახმარების საჯარო გადაცემაზე უარი თქვა. გადაადგილებისთვის აუცილებელ სპეციალურ ინვენტარს მიიღებენ, როგორც მცხეთის, ასევე, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.აღნიშნული ინვენტარის გადაცემას მცხეთაში ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი მანანა ნარიმანიძე, საქართველოში აშშ საელჩოს წარმომადგენელი კრისტოფერ ჰოკინგი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მოადგილე ოთარ ჩხეიძე და ააიპ ,,ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების’’ ხელმძღვანელი გიორგი ატაშვილი.