19 ოქტომბერს, მცხეთის მერიაში გაიმართა ტრენინგი ადგილობრივი განვითარების ე.წ. CLLD მიდგომების გაცნობისა და აღნიშნული მეთოდოლოგიის მუნიციპალიტეტებში დანერგვის შესახებ, რომელსაც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, ევროკავშირის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს ,,განვითარებისა და ეფექტიანობის ქსელი- N4ED”, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობისა და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას.
აღნიშნული პროექტი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება.