მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ევროპის სპორტის კვირეული მცხეთაში

23 სექტემბერს დაიწყო და 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება ევროპის სპორტის კვირეული, რომლის მიზანია სპორტის პოპულარიზაცია და სხვადასხვა სპორტულ სახეობებში სპორტული აქტივობებითაა დატვირთული. კვირეულის დაწყების დღეს, ქ. მცხეთის კომპლექსურ სასპორტო დარბაზში ჩატარდა შეჯიბრი ტაეკვანდოში. 24 სექტემბერს, წეროვანში გაიმართა ტურნირი მინიფეხბურთში, სადაც მონაწილეობას ოთხი გუნდი: დუშეთის ,,ბულაჩაური“, მუხრანის, ნიჩბისისა და ახალგორის გოგონათა საფეხბურთო გუნდები იღებდნენ. დღეს, 25 სექტემბერს, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის თაოსნობით, მცხეთის ცენტრალურ სკვერში 13:00- დან 15:00 საათამდე, იმართება თამაშები ნარდის, შაშისა და დარტსის სახეობებში. ტურნირები მცხეთა-მთიანეთის ოლიმლიური ორგანიზაციის, მცხეთა- მთიანეთის ფეხბურთის ფედერაციის და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ტარდება.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018