17 და 18 ოქტომბერს, მცხეთაში ჩატარდა გიორგი კაპანაძის სახელობის მცხეთის ნიჩბოსნობის აკადემიის შიდა პირველობა აკადემიურ, ბაიდარებით, კანოეთი და სლალომით ნიჩბოსნობაში, რომლის ინიციატორი მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ოლიმპიური ორგანიზაცია იყო.
შეჯიბრება სამ ასაკში მიმდინარეობდა. მონაწილე სპორტსმენებიდან თავი გამოიჩინეს და პირველი ადგილები დაიკავეს:
აკადემიურ ნიჩბოსნობა IX - ში: დიდები - საბა ქველაძე, იუნიორები - გეგი მარტოლეკი, კადეტები - ლუკა ურთაშვილი;
აკადემიურ ნიჩბოსნობა 2X - ში: დიდები - საბა ქველაძე და ლუკა ურთაშვილი; იუნიორები - ავთო ომარაშვილი და ბაჩანა ხუციშვილი;
კანოე C1: დიდებში - მათე ჯაფარიძე, კადეტები - საბა დაოშვილი და ცოტნე გვარამია;
ბაიდარა K1: დიდები - მარიამ ტყემალაძე და სერგო ბერიკაშვილი, იუნიორები - ნიკა ოდიშელიძე, კადეტები - ნინი ტყემალაძე და სანდრო თეზელიშვილი;
აღსანიშნავია ისიც, რომ აკადემიურ ნიჩბოსნობაში საქართველოს ჩემპიონი ქეთევან ჩხეიძე პირველი სპორტსმენი გოგონაა მცხეთის ნიჩბოსნობის აკადემიაში, რომელმაც თავისი ასაკის ვაჟების ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და მეორე ადგილი დაიკავა.
მცხეთის ნიჩბოსნობის აკადემიის მწვრთნელის, სოსო გაბრელიანის ძალისხმევით კი აკადემიაში გაცოცხლდა სლალომში ნიჩბოსნობა, რომელსაც მცხეთაში დიდი ტრადიციები ჰქონდა. აღნიშნული სახეობის 100 მეტრიან დისტანციაზე წარმატებებს მიაღწიეს შემდეგმა სპორტსმენებმა: ჯაბა ონიანმა და დიმა ყიყიშვილმა იუნიორებში, ხოლო კადეტებში პირველი ადგილი დაჩი ბულაშვილმა დაიკავა.