25 ოქტომბერს, მუხრანში, 7x7 ფეხბურთში გაიმართა მასტერლიგის გათამაშების მუნიციპალური ეტაპის ფინალი, სადაც ერთმანეთს ,,მუხრანი“ - "ძეგვი" შეხვდნენ. დაძაბულ ორთაბრძოლაში ძეგვის გუნდმა 0:2 გაიმარჯვა და რეგიონალურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში გაიმართება.
მასტერლიგის მუნიციპალურ თამაშებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე , საკრებულოს თავჯდომარე გელა ბაქრაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდული საქმეების განყოფილების ხელმძღვანელი თამაზ გრძელიშვილი ესწრებოდნენ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით წარმატებას ვუსურვებთ მცხეთის სახელით მოასპარაზე ძეგვის საფეხბურთო გუნდს.