სოფელ წეროვანში სამედიცინო ამბულატორიის რეაბილიტაცია დაიწყო. ამჟამად, მიმდინარეობს შენობის დემონტაჟი, რის შემდგომ დაიწყება სრული სამშენებლო სამუშაოები.პროექტის ფარგლებში რეაბილიტაციას ექვემდებარება შენობის ყველა ელემენტი სასმელი წყლის, საკანალიზაციო, გათბობისა და ელექტროქსელების ჩათვლით. მოხდება შენობის გადახურვა. ძველი კარ-ფანჯარა შეიცვლება ახლით, დაიგება ლამინატის იატაკები, ნაწილი მოპირკეთდება ბაზალტისა და გრანიტის მასალით, გაკეთდება პლასტიკატის ჭერი, განახლდება კიბის უჯრედი.პროექტის ღირებულება 120 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „მანგორი“ ასრულებს და 2020 წლის დეკემბერში დასრულდება.
რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ ასევე, სოფელ საგურამოსა და ძველ ქანდაში არსებულ ამბულატორიებს.
სამივე ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება.
პროექტის მიზანია მცხეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება მოსახლეობის მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.