მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ნარეკვავის დასახლებაში კიბის რეაბილიტაცია დასრულდა


  მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში კიბის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში გამოიცვალა და მოპირკეთდა კიბის საფეხურები, დამონტაჟდა და შეიღება მოაჯირები, მისასვლელი ადგილი ბეტონის საფარით დაიფარა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა, რომელსაც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს “ანბა” ახორციელებს. სახელშეკრულებლო თანხამ 23 661 ლარი შეადგინა. პროექტის მიზანია კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018