მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


წეროვნის მეორე საჯარო სკოლა რეაბილიტირებულია

  


   ახლახან დასრულდა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წეროვნის მეორე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.200 ბავშვზე გათვლილ სკოლას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდა რეაბილიტაცია. შენობაში გარემონტდა 12 საკლასო ოთახი, კომპიუტერების და სამედიცინო ოთახი. ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე ღია სივრცე სააქტო დარბაზად გადაკეთდა და კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლეთა უსაფრთხო სწავლის მიზნით, საკლასო ოთახია დროებით განთავსებული. კეთილმოეწყო სხვენი სხვადასხვა საჭიროებებისთვის და სკოლის წინ ეზოც. სკოლის უკან განთავსებულ შენობის კედლებს დემონტაჟი გაუკეთდა, ბეტონით გამაგრდა და სპორტული მოედანი მოეწყო მოსწავლეთა სპორტული აქტივობებისთვის. დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. კეთილმოეწყო სველი წერტილები ცალკე მასწავლებლებისა და ცალკე მოსწავლეებისთვის. სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს ,,გაბ.ჯორჯია“-მ შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018