მცხეთის მუნიციპალიტეტში, წილკან-წეროვნის დამაკავშირებელი ამორტიზებული გზის მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამშენებლო კომპანია, ამ დროისთვის, სამ კილომეტრ ნახევრიანი გზის ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგების სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ დევნილთა ორი ჩასახლება ერთმანეთს ახლადრეაბილიტირებული გზით დაუკავშირდება. კეთილმოწყობილი გზის მეშვეობით ტრანსპორტირების დრო საგრძნობლად შემცირდება და გადაადგილებაც კომფორტული და უსაფრთხო გახდება. სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 091 777 ათას ლარს შეადგენს. აღნიშნული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.