მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 71 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, 2020 წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მცხეთის მუნიციპალიტეტის 65 სოფელში 71 ინფრასტრუქტურული პროექტი შემუშავდა, რომელთა უმრავლესობა უკვე დასრულებულია.

მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის 836 000 ლარი გამოიყო.

პროგრამის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტებში განხორციელდა გარე განათების, სანიაღვრე არხების, სკვერების, ხიდ-ბოგირების, სპორტული მოედნების, მოსაცდელების, გზების მოხრეშვისა და წყლის სისტემების სამუშაოები. პროცესი გრძელდება და გეგმის მიხედვით წლის ბოლომდე ყველა პროექტი დასრულდება.

პროგრამით დასაფინანსებელი პრიორიტეტული პროექტები მოსახლეობამ თავად შეარჩია. 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მუნიციპალიტეტეში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა. 

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციასა და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მაქსიმალურად მორგებულია მოსახლეობის საჭიროებებს და ის პრობლემებზე დროული რეაგირების საუკეთესო შესაძლებლობაა.




© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018