ქალაქ მცხეთაში, მდინარე მტკვარზე ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით მიმდინარე ხიდის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოებს შპს ,,Construction Service“ ასრულებს და მისი მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 446 566 ლარს შეადგენს.
მოძრაობის გაზრდილი ინტენსივობის გათვალისწინებით, ხიდი სრულფასოვნად მოემსახურება თავისუფალ სატრანსპორტო მოძრაობას.
ნარეკვავი-მცხეთის რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე, მდ. მტკვარზე ამჟამად არსებული ხიდი 1926 წელსაა აშენებული. აღნიშნული ხიდი თბილისის მხრიდან მცხეთის სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში, სამთავროს დედათა მონასტერსა და სამთავროს ტაძარში მიმავალი ქალაქთან დაკავშირების ერთადერთი საშუალებაა. გარდა ამისა, მისი მეშვეობით ქალაქი მცხეთა რკინიგზის სადგურს და ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზას უკავშირდება.