დევნილთა სამივე დასახლებაში (წეროვანი, წილკანი, ფრეზეთი) დევნილების მოთხოვნილი და მათთვის აუცილებელი მსხვილი პროექტები განხორციელდა:
☑ აშენდა და ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა ორი საბავშო ბაღი.
☑ აშენდა და საჭირო ინვენტარით აღიჭურვა მრავალფუნქციური დარბაზები.
☑ აშენდა სკვერები, მოეწყო სცენა კულტურული ღონისძიებებისთვის.
☑ მოეწყო სპორტული მოედნები.
☑ აშენდა ამბულატორია და მოეწყო სამედიცინო ლაბორატორია, ამბულატორია.
☑ აშენდა ახალგაზრდული სახლი.
☑ გაიხსნა ლიბერთი ბანკი და სერვისების განვითარების სააგენტო.
☑ მოასფალტდა არაერთი ქუჩა, მოეწყო სანიაღვრე არხები.
☑ მოასფალტდა წილკანი-წეროვნის დამაკავშირებელი სამკილომეტრნახევრიანი ამორტიზებული გზა.