მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მთიანი დასახლებების გაძლიერება ხელისუფლების პრიორიტეტია

მთიანი დასახლებების გაძლიერება ხელისუფლების პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, პროცესებში ყველა შესაბამისი უწყებაა ჩართული. ჩვენი მიზანია მთაში მცხოვრებთა პირობების გაუმჯობესება და მოსახლეობის დაბრუნების ხელშეწყობა.

☑ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის 489 დასახლებიდან მაღალმთიანის სტატუსით სარგებლობს 432 დასახლება.

☑ რეგიონში მოსახლეობის რაოდენობა 4 ათასზე მეტით გაიზარდა - 2014 წლის საყოველთაო აღწერით მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ცხოვრობდა - 94 560 ადამიანი, ხოლო 2019 წლის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა 98 587-ს შეადგენს. 

☑ კანონის ამოქმედებიდან დღემდე (2015-2020) მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მაღალმთიანი დასახლების მცხოვრებთათვის სოციალური შეღავათები დაფინანსდა 19.9. მლნ ლარით, მათ შორის: 

  • პენსიონერებისთვის დანამატის სახით გაიცა 12.2 მლნ ლარი;
  • ექიმებისა და ექთნების სახელფასო დანამატის სახით გაიცა 2.5 მლნ ლარი;
  • მოხმარებული ელექტროენერგიის ანაზღაურება დაფინანსდა 2.5 მლნ ლარით; 
  • სოციალური პაკეტზე დანამატმა შეადგინა, საერთო  ჯამში 925 321 ლარი;
  • ახალშობილთათვის დახმარების სახით გაიცა - 1.7 მლნ ლარი.

☑ აღსანიშნავია, რომ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე კომპანიები საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ.

☑ 2016-2020 წლებში  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან (ასევე მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან) დაფინანსდა 73.8 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორისაა:

  • საგზაო ინფრასტრუქტურა - 34.9 მლნ ლარი;
  • წყალმომარაგება - 10.2 მლნ ლარი;
  • სანიაღვრე და წყალარინების სისტემები - 9.8 ლარი;
  • კულტურისა და სპორტის პროექტები - 10.7 ლარი;
  • ხიდები, კეთილმოწყობა - 3.8 მლნ ლარი;
  • ბაღები - 4.1 მლნ  ლარი.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებებში 2020 წელს განხორციელებული პროექტები

☑ სოფელი სხალტბა (წეროვნის ადმინ) - გოროვნიდან სხალტბამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

☑ ბურიანში (გალავანი) - გარე განათების მოწყობა და  გზის მოსაწესრიგებელი სამუშაოები;

ლელუბანში (ცხვარიჭამია) -  გარე განათების მოწყობა;

თეძამი (ცხვარიჭამია) - გარე განათების მოწყობა;

მშრალხევი (ცხვარიჭამია) - სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

კევლიანი (ცხვარიჭამია) - გარე განათების მოწყობა;

უფურეთი (აღდგომლიანთკარი) - სასმელი წყლის ნაგებობის სადრენაჟე სისტემის გასუფთავება და ახლით ჩანაცვლების სამუშაოები;

☑ ბევრეთსა და ძალაანთხევში (ლისი) -საერთო მოხმარების გზის მოსწორება-მოხრეშვა და არსებულ ბოგირთან ბეტონის საფარით დაკავშირების სამუშაოები;

ზემო ნიჩბისი(ნიჩბისი) - გზის მოსაწესრიგებელი სამუშაოები;

☑ შანკევანი (საგურამო) - გარე განათების მოწყობა;

კოტორაანთკარი (საგურამო) -სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და ქსელის მოწყობის სამუშაოები;

☑ რეგიონული განვითარების ფონით დაფინანსებული:

სოფელ ახალდაბაში (აღდგომლიანთკარი) - შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;

სოფ.მსხალდიდში (ლისი) - საჯარო სკოლის რეაბილიტაცია;

☑ ადგილობრივიბიუჯეტით:

სოფ.ახალდაბაში (აღდგომლიანთკარი) - სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა;

კოტორაანთკარი (საგურამო) - წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018