მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


,,ქეთევანობა - მუხრანობა 2018“

26 სექტემბერს, მუხრანში ,,ქეთევანობა“ აღინიშნა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს. მუხრანის მაცხოვრის ტაძარში, სადაც ქეთევანს ჯვარი დასწერეს, წირვა წილკნისა და დუშეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა ზოსიმემ აღავლინა. მუხრანში წმინდანის ხსენების დღე, კულტურული და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც მცხეთის მაორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მერის მოადგილე გივი გიუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები სხვა სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზება მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებამ და მცხეთის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებამ უზრუნველჰყო.

   


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018