მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ახალი პროექტები სოფელ ვაზიანში


  სოფელ ვაზიანში, ისევე, როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქრურული სამუშაოები, რომლებიც სხვადასხვა ფონდებიდან ფინანსდება.სოფელში დასასრულს უახლოვდება 50 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომლის სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აწარმოებს. მშენებლობის დასრულების მერე სოფელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შეემატება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

ვაზიანში, ასევე აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტი,რომელსაც შპს ,,ჰიდრო და საინჟინრო გეოლოგია 2011“ ახორციელებს. გაკეთდა ჭაბურღილი. მომზადდა 25-ტონიანი ავზის დასადგამი კოშკურა.სამუშაოების დასრულების შემდეგ წყლის სისტემა სკოლას, საბავშვო ბაღსა და ორ უბანს სასმელი წყლით მოამარაგებს.

დასრულდა სოფელში მისასვლელ გზაზე და შიდა საუბნო გზებზე გარე განათბის მოწყობის სამუშაოები, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, სახელშეკრულებო თანხა 14 733 ლარია.

ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018