მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


N6 საბავშვო ბაღში (არმაზი) სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს



    მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა N6 საბავშვო ბაღში (არმაზი) სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.საბავშვო ბაღში, შიდა პერიმეტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სადაც მოეწყობა სააღმზრდელო ოთახები,საძინებლები, სამზარეულო და სველი წერტილები.ეზოში სათამაშო კუთხისა და შემოღობვითი სამუშაოები დასრულდა. მოეწყო საბავშო კუთხე, სადაც გაკეთდა ბორდიურები, ბავშვების უსაფრთხოების მიზნით ბეტონის გარკვეულ მონაკვეთზე დაიგო კაუჩუკის საფარი, დამონტაჟდება სათამაშო ატრაქციონები.
შენობა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა და სააღმზრდელო პროცესი უფრო მაღალხარისხიანი გახდება. აღნიშნულ სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით კომპანია “მეტალ +” ახორციელებს.

ვრცლად:

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018