მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


2020 წლის პროექტები ძველ ქანდაში

☑ ძველ ქანდაში , აქტიურად მიმდინარეობს 2020 წლის გეგმით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

☑ დასასრულს უახლოვდება ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. მშენებლობის დასრულების შემდეგ საბავშვო ბაღი აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით, კეთილმოწყობილი ეზოთი და სათამაშო მოედნებით. დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. 

☑ აქტიურად მიმდინარეობს სამედიცინო ამბულატორიის მშენებლობა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,NTS” ახორციელებს. სახელშეკრულებო თანხა 94 000 ლარია.

☑ შიდა საუბნო გზებზე გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.

☑ ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა ასევე, სანიაღვრე არხის მოწყობა ერთ-ერთ ქუჩაზე, რომელიც შპს ,,ელმა“ ახორციელებდა. სახელშეკრულებო თანხამ 10 689 ლარი.

☑ შიდა საუბნო გზის მოწყობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ,   შპს "საგზაო 7 " განახორციელა , რომლის სამუშაოების ღირებულებამ 310582 ლარი შეადგინა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018