მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ევროპის სპორტის კვირეული

30 სექტემბერს, თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, მხიარული ფეხბურთის ღია გაკვეთილები ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გოგონათა და ჭაბუკთა გუნდებმა. კერძოდ, დუშეთიდან სოფელ ბულაჩაურის, ახალგორის წეროვნის დევნილთა დასახლებისა და მცხეთიდან სოფელ მუხრანის ფეხბურთის გუნდებმა. კვირეული სახალისო ფეხბურთი ღია სკოლების (OFFS) ორგანიზებით მიმდინარეობდა.

  

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018