მცხეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა საბავშვო ბაღში სასურსათო ამანათების გადაცემის პროცესი დასრულდა. COVID 19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 10-მდე დასახელების პროდუქტი 25 საბავშვო ბაღის 2100 მდე აღსაზრდელმა მიიღო.
გადაცემის პროცესში მონაწილეობა მიიღო მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელ მაია თელიასთან ერთად. პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდა .
ქვეყანაში კორონა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო სააღმზრდელო პროცესი მცხეთის საბავშვო ბაღებში 2 მარტიდან შეჩერებულია. პროდუქტი, რომელიც საბავშვო ბაღებში ბავშვთა კვებისთვის იყო გათვალისწინებული, აღსაზრდელების მშობლებს გადაეცათ.