მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ინფრასტრუქტურული პროექტები სოფელ ციხისძირში

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში ახალი სპორტული მოედანი აშენდა. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ახალი და გამართული ინფრასტრუქტურის მქონე სპორტული მოედნით ისარგებლონ ფეხბურთისა და კალათბურთის თამაშის დროს.

მოედნის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან  147 866 ლარი დაიხარჯა, რომლის სამუშაოები შპს „საფეხბურთო კლუბი ერთობა“ განახორციელა. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზანი სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა, ამიტომ ხელისუფლება მომდევნო წლების ბიუჯეტშიც სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის თანხებს კვლავ გაითვალისწინებს.

კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და ამხანაგობა „ აკაკი“ ახორციელებს. სახელშეკრულებო თანხა 156 050 ლარია. 

გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და ინდ მეწარმე ნინო რევაზიშვილმა შეასრულა. სამუშაოების ღირებულება  12 387 ლარი შეადგინა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შიდა საუბნო გზის მოწყობა შპს "საგზაო 7 " განახორციელა . რომლის სამუსაოების ღირებულებამ 27 880  ლარი შეადგინა. 

სოფელში გზის პირებზე, სხვადასხვა ადგილებში, მოეწყო მგზავრთა მოსაცდელებიც, სამუშაოებს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ი/მ ნინო რევაზიშვილი ასრულებს. სამუშაოების ღირებულებამ 14 123 ლარი შეადგინა.

ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018