მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი „COVID-19 პირობებში მცხეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები“



გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა პროექტიCOVID-19 პირობებში მცხეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები“


საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ასოციაციის ორგანიზებით,გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მცხეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდა პროექტი „COVID-19 პირობებში მცხეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები“


  COVID-19-ის პანდემიამ მცხეთის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა, ერთ-ერთი ასეთი გამოწვევაა საბავშვო ბაღების შეუფერხებელი ფუნქციონირება.  საქართველოს თვითმმართველობათა ასოციაციისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მოხდა მცხეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების შესაბამისად აღჭურვა, რაც მოიცავდა ბაღებში კოვიდ ოთახის მოწყობას, რბილი სათამაშოების ხის სათამაშოებით ჩანაცვლებას და ასევე  საბავშვო ბაღის პედაგოგებისა და ხელმძღვანელებისთვის სპეციალურად შემუშავებული საგანმანათლებლო ტრენინგს, პანდემიის პირობებში აღმზრდელისა და აღსაზრდელის ურთიერთობის შესახებ. წარმოდგენილი პროექტის მიზანი გახლდათ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი განათლების ცენტრის მიერ პანდემიის პირობებში საბავშვო ბაღების გამართული და შეუფეხებელი ფუნქციონირება. შესაბამისად სასწავლო პროცესის განახლებისთანავე მცხეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები ყველა რეგულაციის დაცვით დახვდებათ პატარა აღსაზრდელებს. 


პროექტის დასრულებისთანავე საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ასოციაციის დირექტორმა ბატონმა დავით მელუამ, პროექტის მენეჯერმა ელენე ჩხეიძემ , მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას გადასცეს პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ინვენტარი.

შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მაია თელია, მერის თანაშემწე საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხში მაკა პეტრენკო.  


ვრცლად ფოტო-მასალა იხილეთ ბმულზე:

https://www.facebook.com/media/set?vanity=MtskhetaMunicipalityCityHall&set=a.3737451512968203 

   





© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018