სოფელ ჩარდახში ახალი საფეხბურთო მოედანი აშენდა, ასევე დამონტაჟდა კალათბურთის ფარები. მოედნის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახელშეკრულებლო 128 222 ლარი გამოიყო. სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ ,,ჯორჯიან ინვესტი“-მ შეასრულა.
ახალი სპორტული მოედნები მუნიციპალიტეტის მასშტაბით კიდევ 5 ლოკაციაზე ლისში, ახალუბანში, მსხალდიდში, ქსანში და ციხისძირში აშენდა. მათ მოსაწყობად მცხეთის მერიამ 2020 წლის ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი გამოყო. 2020 წელს ასევე, დასრულდა არსებული სპორტულ მოედნებზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლებში: წეროვნის ინსტიტუტის დასახლება, ნატახტარი, გალავანი.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზანი სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა, ამიტომ მერია მომდევნო წლებშიც გააგრძელებს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.