მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ახალუბანში განხორციელებული პროექტები

  

  ნატახტრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახალუბანში 2020 წელს ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. აშენდა ახალი საფეხბურთო მოედანი. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახელშეკრულებლო 113 881 ლარი გამოიყო. სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ შპს ,,საფეხბურთო კლუბი ერთობა“-მ შეასრულა. ახალი სპორტული მოედნები მუნიციპალიტეტის მასშტაბით კიდევ 5 ლოკაციაზე ლისში, ჩარდახში, მსხალდიდში, ქსანში და ციხისძირში აშენდა. მათ მოსაწყობად მცხეთის მერიამ 2020 წლის ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი გამოყო. შიდა საუბნო გზებზე გაკეთდა გარე განათებები, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 15 534 ლარით დაფინანსდა. პროექტი ინდ. მეწარმე ნინო რევაზიშვილმა განახორციელა.

>იხილეთ ვრცლად<

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018