13 ოქტომბერს, ,,მცხეთობა-სვეტიცხოვლობის" დღესასწაული, მცხეთის კულტური ცენტრში „სვეტი“, თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრის „ბიგ-ბენდი“ საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნა. შემოსული თანხა ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრს მოხმარდება. კონცერტს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ,,მცხეთობა-სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულზე მოწვეული სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წევრები, მერიის პირველი პირები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.
კულტურის ცენტრის ფოიეში, კონცერტზე მისულ მსმენელს საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა მხატვარ მედეა კეიდიას ნამუშევრები ,,ანგელოზები მცხეთაში“.
თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი ბიგ-ბენდი 1997 წელს დაარსდა. იგი ერთადერთი ორკესტრია საქართველოში, სადაც ჩვენი ქვეყნის ცნობილი მუსიკოსები და მომღერლები მოღვაწეობენ .
2006 წელს ბიგ-ბენდმა, ბიგ-ბენდების ნომინაციაში, მონტე-კარლოს საერთაშორისო ჯაზფესტივალის გრან-პრი მიიღო. იმავე წელს, საქართველოში, თავის სფეროში საუკეთესოს "ხარისხის ნიშანი" მიანიჭეს. 2011 წელს ბიგ-ბენდმა ნომინაციაში "ახალი ქართული ბრენდი" გაიმარჯვა.