სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელი ძეგვში შპს "ცეკურის"
ასფალტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძეგვში შპს „ცეკურის“ ასფალტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის სკოპინგის ანგარიშის, საჯარო განხილვა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. პრეზენტაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, ვიცე - მერი გივი გიუტაშვილი, არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნუგზარ ხუხუნეიშვილი და მცხეთის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე ინა ახალბედაშვილი ესწრებოდნენ.
შპს „ცეკური“-ს საქმიანობა უკვე წლებია ხორციელდება მისავე საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, საპროექტო ცვლილებებიც განხორციელებულია 2017 წლამდე, შესაბამისად წინამდებარე სკოპინგის ანგარიში არ გულისხმობს ახალ საქმიანობას, ან ახალი ტერიტორიების ათვისებას, მოხდება მხოლოდ არსებული ასფალტ-ბეტონის ქარხნისწარმადობის მცირედით ზრდა (4 ტ/სთ), შესაბამისად, როგორც წინამდებარე სკოპინგის, ასევე შემდგომ გზშ-ის ანგარიშში ალტერანტიული ვარიანტების განხილვა ფორმალური ხასიათის იქნებოდა, გარდა არაქმედების ალტერნატივისა.
ინფორმაცია სრულად იხილეთ თანდართულ ბმულზე: