მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წინა წლის მსგავსად, 2021 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, საერთო კრებები იმართება სოფლებში. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 836 000 ლარია, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა. 

ციხისძირის, ქსნის, ნავაზის და აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მიერ კრებებზე შეირჩა პრიორიტეტულად მიჩნეული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, კერძოდ:

✔️ ციხისძირში - სარწყავი არხისა და გარე განათების მოწყობა,

✔️ ქსანში - სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა,   

✔️ ნავაზში სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა,

  • აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში

✔️ აღდგომლიანთკარში - გარე განათების მოწყობა,

✔️ ფრეზეთში- გარე განათების მოწყობა, 

✔️ უფურეთში - შიდა საუბნო გზის მოხრეშვა,

✔️ ახალდაბაში - სანიაღვრე არხის მოწყობა , 

აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას ისახავს მიზნად. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სოფელში მცხროვრებთა რაოდენობის მიხედვით გარკვეულ თანხას გამოყოფს, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი მოსახლეობა პრიორიტეტულ პროექტებს თავად განსაზღვრავს. ამ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად მოსახლეობასთან კონსულტაციები რამდენიმე სოფელში უკვე ჩატარდა, ეტაპობრივად დარჩენილ სოფლებშიც დაგეგმილია შეხვედრები, რომლებიც 11 თებერვლამდე გაგრძელდება. ყველა დასახელებული პროექტი კი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ძალისხმევით წლის ბოლომდე განხორციელდება.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018