მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წინა წლის მსგავსად, 2021 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, საერთო კრებები იმართება სოფლებში. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა 836 000 ლარია, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა.
ლისის და ცხვარიჭამიის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მიერ კრებებზე შეირჩა პრიორიტეტულად მიჩნეული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, კერძოდ:
✔ ლისი- გარე განათების მოწყობა
✔ მსხალდიდი- გარე განათების დასრულება
✔ მუხათწყარო - ასფალტ - ბეტონით გზის შეკეთება
✔ ნაფეტვრები - საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის სანაგვე ურნების განთავსება
✔ წოდორეთი - გარე განათების მოწყობა
✔ ცხვარიჭამია - გარე განათების მოწყობა
✔ თეზამი - გარე განათების მოწყობა
✔ მშრალხევი - სასმელი წყლის 500 მეტრიანი მილის რეაბილიტაცია
✔ კევლიანი - გარე განათების მოწყობა
✔ ლელუბანი - გარე განათების მოწყობა
აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას ისახავს მიზნად. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სოფელში მცხროვრებთა რაოდენობის მიხედვით გარკვეულ თანხას გამოყოფს, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი მოსახლეობა პრიორიტეტულ პროექტებს თავად განსაზღვრავს. ამ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად მოსახლეობასთან კონსულტაციები რამდენიმე სოფელში უკვე ჩატარდა, ეტაპობრივად დარჩენილ სოფლებშიც დაგეგმილია შეხვედრები. ყველა დასახელებული პროექტი კი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ძალისხმევით წლის ბოლომდე განხორციელდება.