მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


კონსტიტუციის ქუჩა მცხეთაში

 2021 წლის 21 თებერვალს 100 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც დამფუძნებელმა კრებამ  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია მიიღო. ისევე როგორც მთელს საქართველოში ეს დღე მცხეთა-მთიანეთის რეგიონშიც  აღინიშნა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით მცხეთაში  შრომის ქუჩას სახელი გადაერქვა და დღეიდან მას კონსტიტუციის ქუჩა ეწოდება.

ღონისძიებაში მონაწილოება მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, მცხეთა-მთიანეთის მხარის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კერესელიძემ,  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ბაქრაძემ მიიღეს. კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით სიმბოლურად პირველი აბრა კონსტიტუციის ქუჩაზე  სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკრეს.


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018