ოფიციალური საფეხბურთო ჩემპიონატი დიდ ფეხბურთში (11x11) - ,,მოყვარულთა თასი“-ს გათამაშება იწყება, რომლის ორგანიზებას ახორციელებს საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ხოლო პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და თბილისის მერია. 2021 წლის სეზონის დაწყების დაგეგმილი თარიღია 27 მარტი. ჩემპიონატის დაწყების ზუსტი დრო დამოკიდებული იქნება ქვეყანაში KOVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე და შესაბამის რეგულაციებზე.
,,მოყვარულთა თასი“ იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით და აღიარებულია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს - UEFA-ს მიერ.
,,მოყვარულთა თასი 2021“ სამ ეტაპად ჩატარდება: მუნიციპალური, რეგიონული და ფინალური.
მუნიციპალურ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ კონკრეტული მუნიციპალიტეტის გუნდები, რომლებიც იასპარეზებენ ტერიტორიულობის პრინციპით.
ლიგის გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონის საუკეთესო, სამოყვარულო საფეხბურთო გუნდები.
ჩემპიონატის მონაწილე მუნიციპალიტეტები მუნიციპალურ ეტაპზე უზრუნველყოფენ: საფეხბურთო მოედნებს, მატჩების უსაფრთხოებას, სამედიცინო მომსახურებას. ასევე, მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ რეგიონულ ეტაპზე გასული გუნდების იურდიულ პირად რეგისტრაციას, სათამაშო ფორმებს და ტრანსპორტირებას რეგიონულ და ფინალურ ეტაპებზე.
ჩემპიონატის სხვა საორგანიზაციო საკითხებს უზრუნველყოფს საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
მონაწილე გუნდებმა ოფიციალური განაცხადები უნდა გამოგზავნონ 2021 წლის 15 მარტამდე. კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში ტურნირი დაიწყება მუნიციპალიტეტებთან შეთანხმებულ დროს.
ჩემპიონატში მონაწილეობა არის უფასო. ჩემპიონატის მონაწილე შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი 16 წლის ასაკიდან, რომელიც არ ირიცხება საქართველოს ეროვნულ ლიგებში, რეგიონულ ლიგაში, ფუსტალისა და ჭაბუკთა ლიგებში.
მუნიციპალურ ტურნირში მონაწილე გუნდებმა უნდა წარმოადგინონ 18 - იდან 30 - მდე რაოდენობის მოთამაშეთა განაცხადი შემდეგ მისამართზე:
მცხეთა, ანტიოქიის 7. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია, განათლების, კულტურის და სპორტის სამსახური. ტელ: 551-57-98 57; 577 60- 70- 95 თამაზ გრძელიშვილი.