13 ოქტომბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ საზეიმო შეხვედრზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ ,,მცხეთობა-სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულზე მცხეთასთან დამეგობრებულ ქალაქებიდან ჩამოსულ დელეგაციის წევრებს უმასპინძლა, სადაც მოწვეული სტუმრები ერთმანეთს გაეცვნენ. შეხვედრის მნიშვნელოვანი ამბავი კი მცხეთასა და იაპონიის ქ. ჰიკონეს შორის მეგობრობის ხელშეკრულების გაფორმება იყო, რომელიც ხელმოწერილია ქ. მცხეთის მერის გიორგი კაპანაძესა და იაპონიის ქალაქ ჰიკონეს მერის ტაკაში ოკუბოს მიერ. მცხეთასა და ჰიკონეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს, გვქონდეს გაცვლითი კონტრაქტები ისტორიული მემკვიდრეობის მოვლა-შენარჩუნებასა და ტურიზმის სფეროში. ხელშეკრულების დადებას წინ საფუძვლად ორი ქალაქის, მცხეთისა და ჰიკონეს დამეგობრების სურვილი და ორმხრივი მეგობრული შეხვედრები ედო. ცერემონიალზე იაპონიის ელჩმა საქართველოში, ისაუბრა ქართულ-იაპონური ურთიერთობის მნიშვნელობასა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება ტადაჰარუ უეჰარა და იაპონიის ქ. ჰიკონეს მერის აღმასრულებელი მრჩეველი კაზუო ცუზუკი მეუღლესთან ერთად, დელეგაციის წევრები ქ. კულდიგიდან (ლატვია), რომელთაც სამხარეო საკრებულოს თავმჯდომარე ვიქტორ გოტფრიდსონი ხელმძღვანელობდა, ბელორუსიიდან - ქ. სვეტლოგორსკის საკრებულოს თავმჯდომარის ლუდმილა ველიჩკოს ხელმძღვანელობით, დელეგაციები უკრაინიდან: ქ. ირპენის აღმასრულებელი კომიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი ნეგრეშა მეუღლესთან ერთად და ქ. პერეისლავ-ხმელნიცკიდან ვალენტინა გუბენკოს მეთაურობით; ასევე, ბულგარეთიდან ქ. ნესებირის მერი მეუღლესთან ერთად და დელეგაცია ლატვიიდან ქ. თრაკაის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ელენე ეჩენენეს ხელმძღვანელობით. დასასრულს, შეკრების მონაწილეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა სტუმრები მცხეთის კულტურის ცენტრში მიიპატიჟა, სადაც 2018 წლის ,,მცხეთობა-სვეტიცხოვლობა“ თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრის „ბიგ-ბენდი“ საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნა. კონცერტამდე კი დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა ფოიეში მოწყობილი მხატვარ მედეა კეიდიას ნამუშევრები დაეთვალიერებინა.