ა)უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო- მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია;
ბ)გეგმარებითი ერთეულის საზღვრები- ქალაქი მცხეთა და სოფელი წიწამური;
გ)გეგმის კონცეფციის/პროექტის რეზიუმე-
ინფორმაცია ქალაქ მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფციის განხილვისა და დამტკიცების შესახებ
ქალაქ მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფციის განხილვისა და დამტკიცების მიზნით ადმინისტრაციული წარმოება
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, ,,ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების საპროექტო მომსახურების შესახებ“ 2019 წლის 5 მარტის NGOG/CNT/C-026 ხელშეკრულების საფუძველზე, ამხანაგობა ,,აქოლისი“ ამუშავებს ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის სისტემის დოკუმენტაციას.
კონცეფციის შემუშავებამდე შესრულებული წინასაპროექტო მოსამზადებელი კვლევები განთავსებულია ბმულზე -კონცეფციისშემუშავებამდეშესრულებულიწინასპროექტოკვლევები
ტექნიკური დავალებით განსაზღვრული საკვლევი ტერიტორიის არეალში შესრულდა სამუშაოები ტერიტორიის გეგმიურ-სიმაღლური საფუძვლების შესაქმნელად.
განხორციელებული იქნა აეროფოტოგადაღებები და ტოპოგრაფიული აგეგმვა. კვლევის შედეგადმიღებული იქნა ორთოფოტოები,
რომელთა საფუძველზე შედგა 1:500 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკები.
შესრულდა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების და ანტიოქიის ეკლესიისა და მცხეთის ,,არაგვისკარის“ კარიბჭის 3Dლაზერული სკანირება.დაფარვითი ინვენტარიზაციის
მონაცემების საფუძველზე, რომელთა შორისაა 13 ძირითადი მონაცემი და 1:5000 მაშტაბის 81 თემატური რუკა,შემუშავდა ქალაქ მცხეთის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა.
ჩატარებული იქნა სოციოლოგიური კვლევები. ხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე და ზემოაღნიშნული კვლევების საფუძველზე,
ამხანაგობა ,,აქოლისი“-ს მიერ მომზადებული იქნა ,,ქალაქ მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფცია“, რომლის დაზუსტებული ვერსია,
წარმოდგენილია იქნა ტექსტური და გრაფიკული ნაწილის სახით.
ტექსტური ნაწილი დაყოფილია 3 ნაწლად:
ნაწილი 1 - ქალაქ მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის ნაწილი - ქ. მცხეთისგენერალური გეგმის კონცეფცია.
იგი თავის მხრივ შედგება 18 თავისაგან, რომელშიც თემატურად გაშლილია კონცეფციის ძირითადი საყრდენი - საკრალურ-სემანტიკური და ურბანული განვითარების ხასიათის მიმართულებები.
ნაწილი 2 - ,,კონცეფციის“ დანართები;
ნაწილი 3 - განაშენიანების მართვის ერთეულები.
,,ქალაქ მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფცია“ და დაკავშირებული სრული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ბმულზე -ქალაქ მცხეთისგენერალურიგეგმისკონცეფცია
ამ ეტაპზე, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს დოკუმენტის განხილვა/დამტკიცებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოების ინიცირებას.
ამ ეტაპზე, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს დოკუმენტის განხილვა/დამტკიცებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოების ინიცირებას.
ქალაქმცხეთისგენერალურიგეგმისკონცეფციისსაჯარო განხილვა
საჯაროგანხილვის დრო: 2021 წლის 12აპრილი, 14:00 საათი
საჯაროგანხილვის მისამართი: მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა დაგანათლებისმულტიფუნქციურცენტრში, მისამართი: ქ. მცხეთა, სამხედროსქუჩა N9
ორგანიზატორი: მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრეზენტატორი: ამხანაგობა „აქოლისი“.
შენიშვნა: არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებლობის შემთხვევაში, ქ. მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვის ჩატარების თარიღი შესაძლებელია გადაიდოს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით ან/და უზრუნველყოფილ იქნას საჯარო განხილვის ონაილ რეჟიმში ჩატარება, რის თაობაზეც ინფორმაცია დამატებით განთავსდება.
დოკუმენტაციისგაცნობისსაშუალებები - დოკუმენტის გაცნობაბეჭდური ვერსიისსახით შესაძლებელია:
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში;
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში;
ა(ა)იპ „მცხეთის კულტურულიმემკვიდრეობისა დატურიზმის განვითარების ცენტრში“
ხოლო ელექტრონული ფორმით ზემოთმითითებულ ბმულებზე.
საჯარო განხილვაზე დასწრების და მოსაზრებების, შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა აქვს ყველა დაინტერსებულ პირს. მოსაზრებების/შენიშვნებისწარდგენის ვადა: 4მაისი, 2021წ.
ე)დოკუმენტაციის გაცნობის საშუალებები- დოკუმენტის გაცნობა ბეჭდური ვერსიის სახით შესაძლებელია: მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში,
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და ა(ა)იპ „მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრში“.
ხოლო ელექტრონული ფორმით შემდეგ ბმულზე: https://drive.google.com/drive/u/1/folders/1Kabvdxa2oWg2L_jP-DwclPUJPTna18DO
ვ)საჯარო განხილვაზე დასწრების და მოსაზრებების,შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა აქვს ყველა დაინტერსებულ პირს. მოსაზრებების/შენიშვნების წარდგენა შესაძლებელია წერილობითი ფორმით საჯარო განხილვის დასრულებიდან არანაკლებ 15 სამუშაო დღის განმავლობაში.