საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს და ქვეყანაში საბჭოთა მმართველობა დამყარდა.
საქართველოს პარლამენტის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ტრადიციულად, ყოველი წლის ამ დღეს, ოკუპაციის ასეულ ათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.