მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთელი სამბისტების გამარჯვება


27 და 28 თებერვალს, თბილისში, ძიუდოს აკადემიაში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ჭიდაობა სამბოში, სადაც ჩვენი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, რომლებიც უმაღლესი დაოსტატების მცხეთის საჭიდაო სკოლის სახელით მონაწილეობდნენ (მწვრთნელი ხვიჩა წიკლაური), წარმატებით იასპარეზეს. 

79 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა და სამბოში საქართველოს ჩემპიონი გახდა ბექა ძაგანიშვილი (სოფელი ზაქარო). მან ამ გამარჯვებით უფლება მოიპოვა მაისის თვეში, ჭაბუკებს შორის კვიპროსში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მიიღოს მონაწილეობა. მუხრანელი ვახტანგ ტაბარუკაშვილი კი 79კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილის მფლობელია.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მათ ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს შემდგომ ასპარეზობებში.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018