მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის მერმა ექიმებს ქალთა დღე მიულოცა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მცხეთის რაიონულ ცენტრს, მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს, მცხეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრს „ახალი თაობა“ , მცხეთის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრს „ჯეო ჰოსპიტალი“ და წმ.მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახელობის მცხეთის სამედიცინო ცენტრს ეწვია და ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.

“გილოცავთ ქალთა დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ბედნიერებას და წარმატებას ! თქვენ დაუღალავად ემსახურებით ადამიანებს და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ . მოხარულები ვართ, რომ ქალაქს ჰყავს თქვენი სახით დამსახურებული და გამოცდილი ექიმები. ეს ნამდვილად დასაფასებელია", - განაცხადა ქალაქის მერმა მილოცვისას

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018