მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ქალი, ოჯახი, საზოგადოება

ქალთა კვირეულის ფარგლებში, ა(ა)იპ ძდექ მცხეთა–მთიანეთის კომიტეტის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ქალთა ფონდი–საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით, მცხეთის მერიაში პროექტის „ქალი, ოჯახი, საზოგადოება“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდა სპეციალური ექსპერტი გენდერულ საკითხებში „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“–ს დირექტორი ელენე რუსეცკაია.ტრენინგი ითვალისწინებდა ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის მიზნით, გენდერული თანასწორობის საბჭოს გაძლიერებას და საზოგადოების, ქალების, ახალგაზრდების ინფორმირებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე გელა ბაქრაძე, მცხეთის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, პროექტის მენეჯერი თამარ მაისურაძე, პროექტის კოორდინატორი ლელა ერონდიდი, ტრენერი/ჟურნალისტი ნინო კაპანაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები.

ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018