მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ცვლილებები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ პროგრამაში

  მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამას, რომელითაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა კატეგორიის დაავადების მქონე მოქალაქეები სარგებლობენ, კიდევ ერთი მუხლი დაემატა,სოციალური სამსახურის ინიციატივა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტირირებული, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე არასრულწლოვნებს ეხებათ.  პროგრამა ასევე, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსების დაფინანსებასაც ითვალისწინებს.
   აღნიშნული მუხლი მიმდინარე წლის 8 მარტიდან ამოქმედდა და დაფინანსებას  სოციალურად დაუცველ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 18 წლამდე ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვი
(საჭიროების შემთხვევაში ოჯახთან ერთად) მიიღებს. 

პროგრამის ფარგლებში, დახმარების მისაღებად გთხოვთ მიმართოთ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018