მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთაში ქალებს უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ

ქალაქ მცხეთაში ა(ა)იპ საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ინიციატივითა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში"ქალთა კვირეულის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. წამყვანი კლინიკების პროფესიონალმა და მაღალკვალიფიციურმა ექიმებმა, ქალბატონებს უფასო სამედიცინო კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევები და დიაგნოსტიკა ჩაუტარეს. აქციის მიმდინარეობის პროცესს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, მერიის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა.

უფასო სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზანს წარმოადგენდა ქალებისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა, დაავადების დროული დიაგნოსტიკა და პრევენციული ღონისძიებების დასახვა.
აქციის ფარგლებში ქალებმა მიიღეს შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურება: ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები, ფარისებრი ჯირკვლის რადიოლოგიური კვლევა და ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, მამოლოგიური კვლევა და სარძევე ჯირკვლის ექოსკოპია, დერმატოლოგის კონსულტაცია, ოფთალმოლოგიური კვლევა, ნევროლოგისა და გინეკოლოგის კონსულტაცია.
აქციაში მონაწილეობა მიიღო 80 ქალმა, რომელთაგან უმრავლესობამ ჩაიტარა თითქმის ყველა სახის კვლევა. ექიმთან ვიზიტის საერთო რაოდენობამ 200 - მდე შეადგინა.
სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა კლინიკებმა:

✔️ სამშობიარო სახლი და პედიატრიული საავადმყოფო "იმედის კლინიკა"
გინეკოლოგი

✔️ ჯოენის სამედიცინო ცენტრი კარდიოლოგები და რადიოლოგი

✔️ კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი მამოლოგი, რადიოლოგი

✔️ კლინიკა "ენმედიცი" ენდოკრინოლოგები ნევროლოგი დერმატოლოგი რადიოლოგი

✔️ კლინიკა "ინოვა" ოფთალმოლოგი

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის აქციაში მონაწილე თითოეულ ექიმს, მცხეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, ა(ა)იპ "საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას" რომელთა ინიციატივით და უშუალო ჩართულობით განხორციელდა აღნიშნული საქველმოქმედო ღონისძიება მცხეთაში.

მოქალაქეების მხრიდან უფასო სამედიცინო კვლებვები დადებითად შეფასდა, აქცია არ იქნება ერთჯერადი და მომავალშიც გაგრძელდება სხვადასხვა სამედიცინო კლინიკებთან თანამშრომლობით.

 

ვრცლად


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018