მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დაიწყო

მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპი დაიწყო, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები. ისინი წლევანდელ ოლიმპიადაზე 8 სპორტულ სახეობაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს და გამარჯვებულები რეგიონულ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. საკოლო სპორტული ოლიმპიადა - 2019 მცხეთაში გეზრბენით დაიწყო, სადაც წარმოდგენილი სკოლების მოსწავლეებიდან ტოლი არავის დაუდეს და გამარჯვება მოიპოვეს გალავნის სკოლის მოსწავლე ვაჟებმა და გოგონებმა. აღსანიშნავია, რომ გეზრბენში გალავნის სკოლის გამარჯვებულმა გოგონებმა თბილისშიც 11 -14 ოქტომბერს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში ვაჟებსა და ახალგაზრდებს შორის, სადაც 38 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, საპრიზო ადგილები აიღეს პირადულ ასპარეზობაში: სალომე მჭედლლიშვილმა (64კგ წონით კატეგორიაში) პირველი და ნათია კახობერაშვილმა (40 კგ. წონით კატეგორიაში) მეორე ადგილი. დატვირთული იყო მცხეთაში, 20 და 21 ოქტომბრის შაბათ-კვირა სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილეთათვის. მიმდინარეობდა ასპარეზობები ფეხბურთში, ველოსპორტსა და ნიჩბოსნობაში. მცხეთა-მთიანეთის რეგიონალურ ოლიმპიური ორგანიზაციის ორგანიზებით, საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაციისა და ა(ა) იპ სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის დახმარებით მცხეთაში ჩატარებულ საგზატკეცილო ველოსპორტის ორივე სახეობაში (ინდივიდუალურ რბოლა გზატკეცილზე და აღმართზე რბოლა) საპრიზო ადგილები აიღეს: 1. გიორგი მარსაგიშვილი (თბილისი). 2. ნიკა ცირეკიძე (თბილისი). 3. გიორგი ფირანიშვილი (მცხეთა). ასევე, მცხეთის კანოესა და ნიჩბოსნობის აკადემიის მიერ ჩატარებუ ცნობილი ნიჩბოსნების გ.ნიკურაძისა და ბ.ხურციძის სახელობის თასის გათამაშებაზე, სადაც მონაწილეობა თბილისის, ქუთაისის, ფოთისა და მცხეთის ნიჩბოსნობის სკოლის გუნდებმა მიიღეს გამარჯვებულები გახდნენ მცხეთიდან: საბა ქველაძე, ოთარ მოთიაშვილი, ლუკა ურთაშვილი; ქუთაისიდან: დალი ჩივაძე, ლოლა ჩორგოლაშვილი, გიორგი კანთელაძე, გიორგი გვახარია, დავით ლაშქარეიშვილი, ზურა ფურცხვანიძე და ფოთიდან სოფო ლემონჯავა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018