22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელებში მასშტაბური დასუფთავების აქცია ჩატარდა, სადაც მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიიღეს.დილიდანვე მიმდინარეობდა მდინარის სანაპიროების, მდინარის მიმდებარე ხევების, სოფლის ცენტრების, ნაგავსაყრელების და გზის პირების დასუფთავება. აქციის ფარგლებში დასუფთავდა მუნიციპალიტეტის სხავადასხვა ტერიტორიები მყარი და საყოფაცხოვრებო ნაგვის ნარჩენებისაგან.შეგახსენებთ, რომ 1993 წლიდან გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით მთელ მსოფლიოში 22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა.
ამ დღის დაწესებისა და აღნიშვნის მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას შეახსენოს, თუ როგორი მნიშვნელვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის, წყლის რესურსების მოფრთხილება და დაცვა.