ცხადდება რეგისტრაცია სამოყვარულო საფეხბურთო გუნდებისათვის, მოყვარულთა თასის 2021 წლის სეზონში, საქართველოს რეგიონების მასშტაბით, მონაწილეობის მისაღებად!ჩემპიონატის მუნიციპალური ეტაპის (მუნიციპალიტეტების შიდა ჩემპიონატები) ჩატარება დაგეგმილია ყველა მსურველ მუნიციპალურ ერთეულსა და თვითმმართველ ქალაქში. აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ, დაიწყება რეგიონული ლიგების ეტაპი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალურ ეტაპზე გამარჯვებული, ხოლო ზოგ შემთხვევაში მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები. ეს რაოდენობა დამოკიდებულია მუნიციპალურ ეტაპზე, კონკრეტული რეგიონის მუნიციპალიტეტებში არსებული გუნდების რაოდენობაზე.რეგიონული და თბილისის ლიგების დასრულების შემდეგ გამოვლენილი 32 საუკეთესო სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი ერთმანეთს დაუპირისპირდება ფინალურ ეტაპზე. შესაბამისად, მსურველ პირებს საშუალება გექნებათ მთელი წლის განმავლობაში ითამაშოთ ფეხბურთი, მიიღოთ სიამოვნება და შეიტანოთ წვლილი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციაში.მოყვარულთა თასის 2021 წლის სეზონის გამარჯვებული გუნდის ბაზაზე დაკომპლექტებული სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი, 2022 წელს, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს ევროპის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატზე UEFA REGIONS' CUP, შესაბამისი პირობების დაკმაყოფილებიდან და პანდემიასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე.
გაცნობებთ, რომ, ასოციაციის მიერ, ოფიციალური წერილი გაიგზავნა თითოეული მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის მერიაში. შესაბამისად, მონაწილეობით დაინტერესების შემთხვევაში, ასოციაციასთან ერთად, შეგიძლიათ მიმართოთ თითოეული მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის წარმომადგენლებსაც (სპორტის სამსახურების წარმომადგენლები)
რეგისტრაციისათვის, გუნდები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ არანაკლებ 18 (თვრამეტი) და არაუმეტეს 30 (ოცდაათი) ფეხბურთელით (მინიმუმ ორი მეკარე) დაკომპლექტებული გუნდის განაცხადი ელექტრონული ფორმით, ელ-ფოსტაზე registration@gafa.ge ან შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთან. განაცხადის ფორმა გუნდს მიეწოდება საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ან მერიის წარმომადგენლის მიერ, მოთხოვნის შესაბამისად.
მოთამაშეთა რეგისტრაციის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდება რეგისტრაციის მსურველ თითოეულ გუნდს, ასოციაციის მიერ, მოთხოვნის შესაბამისად.
განაცხადის ფორმის მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ-ფოსტის მისამართზე registration@gafa.ge ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე. ასევე, დაუკავშირდით თქვენი მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის წარმომადგენლებს.დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომრებზე: 577 322 867 ან 555 00 68 11.მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სამოყვარულო გუნდებს რეგისტრაციისთვის შეუძლიათ მიმართოთ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელს, თამაზ გრძელიშვილს ტელ: 551 57 98 57 ან 577 60 70 95
მცხეთა, ანტიოქიის 7.
გისურვებთ წარმატებებს!