მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სოფელ ბიწმენდს ახალი სკოლა და საბავშვო ბაღი ექნება

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდს უახლოეს პერიოდში ახალი სკოლა და საბავშვო ბაღი ექნება.
დასრულებულია სკოლის შიდა ინტერიერის მოწყობა-მოპირკეთება და აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ეზოს კეთილმოსაწყობად, სადაც ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანიც განთავსდება. სკოლა 90 მოსწავლეზეა გათვლილი, ის ორსართულიანი იქნება და თა ნამედროვე სტანდარტების ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. სოფელში, ასევე, აშენდა ახალი საბავშვო ბაღი. კეთილმოეწყო ბაღის ეზო. იგი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღში დაცულია უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები და ადაპტირებულია  შშმ პირთათვის. უახლოეს მომავალში გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი და ბაღი ინვენტარით აღიჭურვება.
პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტში ოთხი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა სოფელ ბიწმენდში, ძველ ქანდაში, აღდგომლიანთკარსა და ვაზიანში. პროექტს კომპანია „სპეცმონოლითი“ ახორციელებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება ოთხივე ბაღზე 2 859 150 ლარს შეადგენს.


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018